Formula Renault (იგრძენით თავი ნამდვილ პილოტად)
Formula Renault (იგრძენით თავი ნამდვილ პილოტად)

ფორმულა რენო 2.0
190 ც.ძ 550კგ წონაძე მძღოლიანად
6 სიჩქარიანი სეკვენტალური კოლოფი
სრულფასოვანი left foot braking -ი , სცეპლენიე გამოიყენება მხოლოდ ბოლიდის დაძვრისას.
ნამდვილი სარბოლო სლიკები
ნამდვილი კარბონის მონოკიკი
მუშა აეროდინამიკა რომლის დატვირთვა მაღალ სიჩქარეზე უტოლდება მანქანის წონას.


Formula Renault (იგრძენით თავი ნამდვილ პილოტად)
Formula Renault (იგრძენით თავი ნამდვილ პილოტად)

ფორმულა რენოს ტესტები და ასევე სრული სეზონის გავლა ევროპის ნამდვილ გუნდში შეუძლია ნებისმიერს .
ამ ბოლიდის მთავარი პლიუსია რომ მისგან იწყება მამდვილი "ბაევოი" ფორმულა და ადამიანს შეუძლია სრულფასოვნად მიიღოს გამოცდილება როგორც სარბოლო პარამეტრებით სიარულის ასევე გუნდთან მუშაობის.

გთხოვთ ნუ აგერევათ track experience დღეებთან , რომლებიც ტარდება დუბაიში , ინგლისში ,იტალიაში სადაც ხალხს ეძლევა საშუალება 20 წუთით იკატაონ ბოლიდით რომელიც მხოლოდ გამოიყურება როგორც ნამდვილი ფორმულა მაგრამ რეალურად საერთო არაფერი არააქვს.

მოგემსახურებათ ნამდვილი გუნდი , 2 მექანიკი + ინჟინერი . ტელემეტრიის სრულყოფილი ანალიზი (brief,debrief) , მუშაობა ბოლიდის პარამეტრებთან (მათთვის ვისაც საერთოდ შეუძლია იგრძნოს განსხვავება)

ტესტებში იგულისხმევა - ანატომიური სიდენიის დამზადება , დღის განმავლობაში მინიმუმ 4 სესსია 1 საათიანი . ეს ყველაფერი ისეთ ცნობილ ტრეკებზე როგორიც არის Imola, Misano, Hockenheim, Silverstone, Brand Hatch, Mugello, Magny Cours, Eurospeedway და სხვები.

ტესტების საშუალო ღირებულებაა 2-2.5 ათასი ევრო ,გუნდის და ტრეკის მიხედვით. ვისაც სურს იაროს ჩემპიონატის სრული ვიქენდი ეს დაუჯდება 8-10 ათასი ევრო. ვიქენდში შედის 2-3 პრაქტიკა , 1 კვალიფიკაცია , 2 რბოლა.

სეზონი როგორც წესი შეიცავს 6 ვიქენდს (12 რბოლას) რაც დაახლოებით უდრის 60 ათას ევროს + დაგჭირდებათ რამოდენიმე ტესტ სესსია რომ მეტად მიეჩვიოთ ბოლიდს. მსგავსი კლასის ფორმულის და ავტოსპორტის კვალობაზე ეს ძალიან იაფია! მთავარი პლიუსია მუშა აეროდინამიკა ,როდესაც თქვენ არღვევთ ფიზიკის კანონებს და მოსახვევის სწრაფად გავლისას ნაკლებად გეშინიათ.

როგორც მაგალითი მოგიყვანთ ადამიანს რომელიც პერიოდულად დადის მსგავს ტესტებზე ,მას შეუძლია სურვილის შემთხვევაში დაგაკვალიანოთ და დეტალურად აგიხსნათ ყველაფერი... მისი ყველა ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე : http://www.youtube.com/user/SlipperKarting


პირველი 2 წრე ფორმულაზე მის ცხოვრებაში



ეს კი უახლესი ვიდეო.




wrote: gio-mini, Comments: 37, News: 0
vinme tu shedzlebt GATEBIL 2009,2008 an 2007 ro dadot ra

Information
Members of Guests cannot leave comments.
Top rated
Voting
რომელ ჩემპიონატს ანიჭებთ უპირატ&
F1
WRC
IRC
DTM
GP2
MotoGP
Superbike
სხვა
არც ერთს

Ads