ძალიან ბევრი მეკითხება ხოლმე დიფერის,("ხიდის") დადუღებაზე უკვე კაი ხანია და აქ ავღწერ ამ პროცესს მოკლედ მოხსენით ხუფი, ფრთხილად გააძრეთ უშკები და დაშალეთ რომ ამოიღოთ შიგნეულობა ეს იმ შემთხვევაში თუ მთლიანად გინდათ გაასუფთაოთ და შეამოწმოთ კბილანების მდგომარეობა
ამოპრესეთ პაჩებნიკები, გააძრეთ გლავნი პარა და ასე შემდეგ სურათებით მიხვდებით
და შემდეგ carb cleaner, ბენზინით ან რაიმე მსგავსით კარგად გამორეცხეთ იქაურობა რომ ზეთი, სტრუჟკა ან რამე არ დარჩეს.
მოხსენით უკანა ხუფი და კარგად გამორეცხეთ შიგნეულობა რომ დარჩეს სუფთა მეტალი არსებობს დადუღების 2 ძირითადი საშუალება პირველი არის პირდაპირ სატელიტების ჩადუღება
რაც გამოიყურება ასე დაახლოებით
ან შიგნით რაიმე მეტალის კუბიკის ჩადება და გარშემო შემოდუღება
არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ ასეთი რამე
ყურადღება მიაქციეთ რომ სვარკის ასკოლკები არ მოხვდეს კბილანებში სადაც უშკის ღერძები ეყრება. დადუღებისას მთავარია რაც შეიძლება ღრმად მიწვდეს სვარკა, მინიმუმ 4–5მმ მეტალი უნდა იყოს სიღრმეში შემდნარი რისთვისაც საჭიროა კარგი ძლიერი ელექტროდი (ვერ ვერკვევი ამ საკითხში კარგად, სავარაუდოდ არა წვრილი კემპის მავთულით) ეს ყველაფერი კვლავ კარგად გაწმინდეთ შიგნით რკინის წვრილი ნატეხები რომ არ დარჩეს.
რაც შეეხება პლუსებს და მინუსებს ამ ყველაფრისა პლუსები: LSDსთან შედარებით ბევრად იაფია (ანუ ფულის ამბავია) მუდამ 100%ით დაბლოკილია, გამოსადეგია საზანოსოდ მინუსები: თითქმის შეუძლებელია თოვლში სიარული, ჭამს საბურავებს, აფუჭებს უკანა ბალკის რეზინებს, ყუმბარებზე და ღერძებზე მოდის ძალიან დიდი დატვირთვა, საკმაოდ არაკომფოტულია პარკინგი, ვერ უძლებს დიდ მაბრუნებელ მომენტს, დატვირთვა გადადის კარდანზე ელასტიურზე და გადაცემათა კოლოფზეც არ გამოგადგებათ არც ერთ შეჯიბრის სახეობაში გარდა დრიფტისა თუმცა მიუხედავად ამდენი მინუსებისა ბევრი დამწყები იყენებს დადუღების მეთოდს რადგან 1.5 & 2 way დიფერენციალები ძალიან ძვირი ღირს იმედი მაქვს ბევრ თქვენგანს გამოადგება ეს ინფო მადლობ ყურადღებისათვის