ამ რალის ჯგუფმა იარსება 1982–1986 წლებში, ძალიან საინტერესო და ამავდროულად ძალზედ სახიფათო შეჯიბრი და სანახაობა, რომელიც სამწუხაროდ ვერასოდეს განმეორდება. ბევრს დააინტერესებს რა შუაშია აქ შეშლილიო? ... მარტივია, ქვევით ნაჩვენებ ვიდეოში 900კილოიანი Lancia Delta S4 რომელაც 550+ჰპ ჰონდა გრუნტზე 2.5 წამში ჩქარდებოდა 100მდე. სწორედ ასეთი მანქანების არსებობამ გამოიწვია გრუპა ბ–ს აკრძალვა, რომელიც შეცვალა WRC–მ
Group B შექმნამდე რალიში ძირითადად მონაწილეობდნენ RWD მანქანები დაახლოებით 250ჰპ და სანახაობრივად არც ისე მაგარი იყო ამიტომ 1979 წელს FISA–მ (Federation Internationale du Sport Automobile) დაუშვა AWD მანქანების მონაწილეობაც. იმ დროინდელმა მწარმოებლებმა ჩათვალეს რომ ასეთი კონსტრუქცია მძიმე და მოუქნელი იქნებოდა წარმატების მისაღწევად... თუმცა ეს მითები მალევე დაიმსხვრა როდესაც 1980 წელს აუდიმ წარადგინა მისი ახალი შედევრი Audi Quattro . აუდიში ვარაუდობდნენ რომ მათ დასჭირდებოდათ 2 წელი ტექნოლოგიის დასახვეწად თუმცა მან პირველივე შეჯიბრი მოიგო ავსტრიაში 8წუთიანი! უპირატესობით. 1982 წელს კი მიშელ მუტონმა დაამყარა რეკორდი რომელსაც ვერავინ გაიმეორებს, იგი გახდა პირველი ქალი მრბოლელი რომელმაც მოიგო რალის ეტაპი მსოფლიო ჩემპიონატზე!! შემდეგ გამოჩნდნენ სხვა მწარმოებლებიც პეჟო თავისი ლეგენდარული 205 T16 მოდელით, Ford Rs200, lancia Delta S4, Austin Metro და სხვები.
ამ წლებში რეგლამენტით მოხსნილი იყო ყველანაირი შეზღუდვა სიმძლავრეზე და დაშვებულ იქნა მინიმალური წონის ძალიან დაბალი ზღვარი. ზოგი მწარმოებელი სიმძლავრის ამოსაღებად ტურბინას და კომპრესორს ერთდროულად იყენებდა. მძაფრი კონკურენციის პირობებში იყენებდნენ ახალ იდეებს და გამოგონებებს, ასევე ფართოდ მოიხმარდნენ კომპოზიტურ მსუბუქ მასალებს ნაწილებისთვის. 1986 წლისთვის უკვე არნახულად მოიმატა მანქანებში სიმძლავრემ რასაც ასევე მოყვა ავარიების რაოდენობის ზრდაც. 86ში PORT WINE RALLY-ზე პორტუგალიაში FORD RS200 სრული სვლით შევარდა მაყურებლებში რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. (ამ შემთხვევის მერე FORD–მა შეწყვიტა რალიში მონაწილეობა). იმავე წლის 4 მაისს მოხდა მეორე ტრაგედიაც, ლანჩას გუნდის ლიდერი ჰენრი ტოივონენი და მისი შტურმანი სერჯიო კრესტო, რომლებიც ლიდერობდნენ ჩემპიონატს და იმ დღის რბოლასაც Tour de Corse Rally-ზე გადავარდნენ გზიდან ხევში სადაც მანქანა ხეებში ძლიერ დაზიანდა და აფეთქდა. პილოტიც და შტურმანიც ადგილზე დაიღუპა. მანქანისგან მხოლოდ დამწვარი კარკასი დარჩა. გამოძიებამ ვერ შეძლო ავარიის გამოკვლევა, რადგანაც ეგ ყველაფერი მოხდა ყრუ ადგილას სადაც მაყურებელი არ იდგა და ვერავინ დაინახა იქ რა მოხდა
ამდენი ტრაგედიის ფონზე FISA-მ 1987წელს ბანი დაადო რალის ამ ჯგუფს და იგი გამოაცხადეს როგორს საშიში სატარებლად. “TOO FAST TO RACE”
p.s. 82-86 წლის რალი ჩემი აზრით იყო ყველაზე სანახაობრივი, ყველაზე ჩქაროსნული და გიჟური და მისი შთამომავალი GROUP A ვერასოდეს გახდება მისი შემცვლელი. აღარ არსებობენ შუა გზაზე მდგომი გულანთებული გულშემატკივრები (მადლობა FIA-ს) (თუმცა ჩვენთან ჯერ კიდევ შემორჩნენ და მრავლდებიან ეგეთები). ასევე შედარებისთვის ავიღოთ მაშინდელი პილოტაჟი სადაც თითოეულ მრბოლელს საკუთარი ინდივიდუალური ტარების მანერით ცნობდნენ, სადაც არ არსებობდა კულაჩკოვი გადაცემათა კოლოფები, ლანუნჩ კონტროლები, ათასნაირი სტაბილიზატორები ელექტრონიკა და ასე შემდეგ. მძღოლი 1–1იყო მანქანასთან და წარმოიდგინეთ როგორი გრძნობა იქნებოდა მაყურებლების დერეფანში გავლა სადაც ან გმირი იყავი ან 1 უმნიშვნელო შეცდომით 10ობით კაცის სიცოცხლეს წაიღებდი. ეს დრო არასოდეს განმეორდება, მითუმეტეს დღეს–ტექნოლოგიური ბუმის ეპოქაში.