წყვილთა რბოლა - რუსთავი 02.10.2011 (UPDATED)
წყვილთა რბოლა - რუსთავი 02.10.2011 (UPDATED)

კვირას, 2 ოქტომბერს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე, რუსთავში, გაიმართება სამოყვარულო შეჯიბრი წყვილთა რბოლაში. შეჯიბრი დაყოფილია სამ კლასად: FWD (წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილები), RWD (უკანა წამყვანი თვლებით აღჭურილი ავტომობილები) და AWD (ოთხი წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილები). შეჯიბრზე დაშვებულია ნებისმიერი ტიპის-მარკის ავტომობილები (მათ შორის საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის ტექნიკური კომისიის მიერ 2010 წელს გაცემული ტექპასპორტის მქონე ავტომობილები). თითოეულ კლასში (FWD, RWD, AWD) მონაწილეები დაწყვილდებიან კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით (საუკეთესო დროის მქონე ავტომობილი შეხვდება ყველაზე ცუდი დროის მქონე ავტომობილს და ა.შ. მაგ. რვა ავტომობილის შემთხვევაში პირველი-მერვე, მეორე-მეშვიდე და ა.შ.).
თითოეულ კლასში (FWD, RWD, AWD) კვალიფიკაციის შემდეგ დარჩება მხოლოდ რვა მონაწილე (სულ 24 მონაწილე სამივე კლასში). რომლებიც დაწყვილდებიან 4 ჯგუფად თითოეულ კლასში, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
სამივე კლასის გამარჯვებულები (მხოლოდ პირველ ადგილზე გასულები) ასპარეზობას განაგრძობენ სუპერფინალში. სუპერფინალში გადასული სამი მონაწილე დაწყვილდება შემდეგნაირად: FWD და RWD კლასში გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან ფინალისტის გამოსავლენად, ხოლო AWD კლასის გამარჯვებული, ფინალში ელოდება (AWD კლასის გამარჯვებული ავტომატურად სუპერფინალის ფინალში გადადის) FWD-სა და RWD-ს შორის გამარჯვებულს.

სარბოლო მონაკვეთი: ნებისმიერი კლასის ნახევარ ფინალში, 3-4 ადგილისთვი ბძოლაში, ფინალში და სუპერფინალში მრბოლელები გადიან 2 სრულ წრეს. თუ მრბოლელი სტარტს იღებს შიდა (პატარა) წრიდან, შიდა წრის გავლის შემდეგ გადადის გარე (დიდ) წრეზე, რომელსაც არტყავს ორ წრეს, რის შემდეგაც შედის ისევ შიდა (პატარა) წრეზე, რომლის ფინიშის ხაზის გადაკვეთის დროს ამთავრებს რბოლას (აფინიშებს იქ სადაც დაიწყო).
თუ მრბოლელი იწყებს გარე (დიდი) წრიდან, გარე წრის გავლის შემდეგ შედის შიდა (პატარა) წრეზე, რომელსაც არტყავს ორ წრეს, რის შემდეგაც გადადის ისევ გარე (დიდ) წრეზე, რომლის ფინიშის ხაზის გადაკვეთის დროს ამთავრებს რბოლას (აფინიშებს იქ სადაც დაიწყო).

შეჯიბრზე აკრძალულია სპორტული ან ნახევრად სპორტული საბურავის გამოყენება.

შეჯიბრის დასაწყისი 14:00 საათზე

მონაწილეთა რეგისტრაცია (30 GEL) მოხდება შაბათს, 1 ოქტომბერს, 19:00-დან 22:00 სათამდე რესპუბლიკური საავადმყოფოს ავტოსადგომზე

შეჯიბრის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაცია.



წყვილთა რბოლა - რუსთავი 02.10.2011 (UPDATED)
wrote: nipara, Comments: 8, News: 0
romel saatze icyeba ???

wrote: besmena, Comments: 3, News: 0
2shi romelze iwyeba rbola?

wrote: Gazman, Comments: 28, News: 101
shejibris dasacyisi 14:00 saatze

Information
Members of Guests cannot leave comments.
Top rated
Voting
რომელ ჩემპიონატს ანიჭებთ უპირატ&
F1
WRC
IRC
DTM
GP2
MotoGP
Superbike
სხვა
არც ერთს

Ads