შაბათს 18 ივნისს, ლილოს ახლად აშენებულ ტერმინალზე, "რომპეტროლის 2011 წლის სარბოლო სეზონის" ფარგლებში გაიმართება შეჯიბრი წყვილთა რბოლაში. რბოლის დროს სიჩქარე იქნება ძალიან მაღალი, რაც შეჯიბრს უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის. შეჯიბრი ჩატარდება ორ კლასად: მოყვარულები და აბსოლუტი. მოყვარულებიდან პირველი 8 მონაწილე გააგრძელებს ასპარეზობას აბსოლუტურ ჩათვლაში. რეგისტრაციის დროს უშუალოდ მონაწილე გადაწყვიტავს რომელ კლასში სურს მონაწილეობის მიღება (სამოყვარულოში თუ აბსოლუტში, ან ორივე ერთად).
აბსოლიტურ ჩათვლაში დაშვებულია ნებისმიერი ავტომობილი და ნებისმიერი ტიპის საბურავი .
სამოყვარულო ჩათვლაში აკრძალულია: ავტომობილები რომლებსაც გააჩნდათ საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის ტექნიკური კომისიის მიერ გაცემული ტექპასპორტი (გადუგული ავტომობილები რომლებიც განკუთვნილია პროფესიონალური საავტომობილო სეჯიბრებებისათვის), სპორტული ან ნახევრად სპორტული საბურავი. ავტომობილები შემოწმდება შეჯიბრის დღეს, შეჯიბრის ადგილას ტექკომისრის მიერ.